პარასკევი, 29.03.2024, 12:46
Мой сайт

 Каталог статей

Меню сайта
Форма входа
Категории раздела
Мои статьи [26]
Поиск
Наш опрос
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 113
საიტის მეგობრები
  • საიტის შექმნა
  • ონლაინ თამაშები ლიზისგან
  • ონლაინ თამაშები ლიზისგან მე-2
  • ონლაინ დისნეის თამაშები ლიზისგან მე-3
  • აქ თქვენ დახატავთ ონლაინში
  • ონლაინ თამაშები
  • ყველაფერი ვებმასტერებისთვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გასართობი
  • კულინალური რეცეპტები მშობლებისთვის
  • გასართობი მშობლებისთვის
  • აქ თქვენ ამღერებთ ცხენებს
  • Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    Главная » Статьи » Мои статьи

    В категории материалов: 26
    Показано материалов: 11-20
    Страницы: « 1 2 3 »

    Сортировать по: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
    მრავალ-მრავალ ახალ წელს

    ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
    ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
    საქართველოს სადიდებლად
    მრავალ, მრავალ ახალ წელს!
    ჩემი გული სიხარულით,
    რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
    მშვიდობა და სიყვარული,
    მრავალ, მრავალ ახალ წელს!
    Мои статьи | ნანახია: 2272 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 06.12.2009 | კომენტარი (3)


    ნაძვის ხეო
    ნაძვის ხეო,
    ნატვრის ხეო,
    გული ლხენით აგვივსეო.
    ნუ დაგვღალე,
    თოვლის ბაბუ,
    საჩუქრები გვაღირსეო.
    Мои статьи | ნანახია: 2764 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 06.12.2009 | კომენტარი (2)



    ფისო

    ფისუნია, ძილისგუდა,
     ჩხუბის ღირსი არა ხარ?
     მუდამ გძინავს, თაგუნამ კი
     ყველაფერი გადახრა.
    არა, ფისო, ჯერ არა ვარ
     შენისთანას მნახველი,
    ამდენ ძილში, ჩემო კარგო,
    სულ გაგიტყდა სახელი.
    იცი, რა თქვეს შენზე გუშინ
     თემურიმ და გოგიამ?
    - ასეთ კატას, ჩვენო ნანა,
    სათაგური სჯობია.
    Мои статьи | ნანახია: 2261 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



    კრუხი

    ახლოს მისვლას არ დამაცლის,
     იკივლებს და იწივლებს,
     თითქოს რამეს ვუპირებდე
    თავყვითელა წიწილებს.
     ეს რა ავი კრუხი არის,
    როგორ შემომაფრინდა!
    ამის შემდეგ მე მაგასთან
    ლაპარაკიც არ მინდა.
     შენიაო წიწილები,
    თუგინდ მითხრათ ასჯერაც,
    სანამ კრუხს არ მომაშორებთ,
    არავისი არ მჯერა.
    Мои статьи | ნანახია: 2842 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



    ლიმონათი

    დედაც მიყვარს,
    მამაც მიყვარს,
    საჩუქრებიც მომწონს მათი,
     მაგრამ ყველას მირჩევნია
     ერთი ჭიქა ლიმონათი.
    რამდენ წამალს ვსვამ და ვყლაპავ
    მისი ეშხით,მისი ხათრით,
     თქვენ არ იცით, რა კარგია
     გაზიანი ლიმონათი.
    Мои статьи | ნანახია: 1766 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



     ჩოჩორი

     ბაბუაჩემს წიგნები
     დავუხიე ამ დილით,
     დამსაჯეს და მთელი დღე
     არ მაჭამეს სადილი.
     რომ ვიტირე დედიკომ
     დამაწიწკნა ქოჩორი,
    ბებიამ კი მიძახა
     გაუზდელი ჩოჩორი.
    იმას კი არა ვტირი,
     რომ დავფხრიწე წიგნები,
     თურმე რომ გავიზრდები
     დიდი ვირი ვიქნები.
    Мои статьи | ნანახია: 1866 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



    * * *

    ანა-ბანა, ანა-ბანა,
    სიხარულმა ამიტანა,
    - ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
    ადღა აღარ წამიყვანა.
     მთაში ჩანჩქერები ვნახე,
     ბარში ია-ვარდის ყანა
     - ეს პატარა საქართველო
     რა ყოფილა ამისთანა!
    Мои статьи | ნანახია: 2328 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (1)



    იძინებენ გვირილები

    ძილი ნების! ძილი ნების!
     ძილი გულის საყვარელს!
     - იძინებენ გვირილები,
    ეძინებათ პატარებს.
    ცა ვარსკვლავებს აციმციმებს
     - მშვიდი ღამე იქნება...
    თუკი ადრე დაიძინებ,
     ადრე გაგეღვიძება!
    Мои статьи | ნანახია: 4702 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



    ნამი

    როდის ჩნდება,იცით, ნამი?
     მხოლოდ ღამით, შუაღამით.
     გაახარებს ვარდს და სოსანს,
     მერე ელის მზის ამოსვლას.
     მზეს შეხედავს ერთი წამით
    და მაშინვე ქრება ნამი.
    Мои статьи | ნანახია: 1754 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



    ჭკვიანი ბაჭია

     ერთ ვაშლს ერთი მივუმატოთ,
    რამდენია, ბაჭია?
    – არ დაიბნა პაწია,
    ორი ყური ასწია.
    Мои статьи | ნანახია: 4605 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (1)

    1-10 11-20 21-26