ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:50
Мой сайт

 Каталог статей

Меню сайта
Форма входа
Категории раздела
Мои статьи [26]
Поиск
Наш опрос
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 113
საიტის მეგობრები
  • საიტის შექმნა
  • ონლაინ თამაშები ლიზისგან
  • ონლაინ თამაშები ლიზისგან მე-2
  • ონლაინ დისნეის თამაშები ლიზისგან მე-3
  • აქ თქვენ დახატავთ ონლაინში
  • ონლაინ თამაშები
  • ყველაფერი ვებმასტერებისთვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გასართობი
  • კულინალური რეცეპტები მშობლებისთვის
  • გასართობი მშობლებისთვის
  • აქ თქვენ ამღერებთ ცხენებს
  • Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    Главная » Статьи » Мои статьи

    В категории материалов: 26
    Показано материалов: 21-26
    Страницы: « 1 2 3

    Сортировать по: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით


    სიმღერა საქართველოზე

    მოკაშკაშე ცაო,
    ზღვაო, ლიცლიცაო.
     დათოვლილო მთაო,
    მთაო, ქათქათაო,
    ჯეჯილო და ტყეო,
    სულ იშრიალეო,
    საქართველოს მზეო,
    სულ იგიზგიზეო!
    Мои статьи | ნანახია: 2540 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



    ზღარბო, ზღარბო, ქაცვია

    ზღარბო, ზღარბო, ქაცვია,
    ეს რა ქურქი გაცვია!
    დამაკაწრეს თითები
    მაგ ჩხუტუნა ნემსებმა.
    ნეტავ შენი დედიკო
    როგორ გეალერსება!
    Мои статьи | ნანახია: 6027 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



    გაზაფხული

    გაიღვიძებს ენძელა,
     გაიღვიძებს ია.
    ამ სითბოს  და სიხარულს
     გაზაფხული ჰქვია.
    Мои статьи | ნანახია: 4061 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)



    ხელისგულზე

     - შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
    ვარსკვლავებიც ზედა!
    სულ აკვანზე დამიყარე,
    საყვარელო დედა.
    ყანა, წყარო, ლურჯი მთები,
     - რასაც თვალით ვხედავ,
     მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
    საყვარელო დედა.
    ხელისგულზე ერბო-ვერცხი
     ვინ შეიწვას ნეტავ,
    შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
     საყვარელო დედა.
    Мои статьи | ნანახია: 2227 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)


     
    მაყვალა მრევლიშვილი
    საქანელა

    ახლა ჩემი ჯერია,
     ჩამობრძანდი, მელია!
    გელოდები, ლოდინით
    გული გადამელია.
    ეგ რა მეგობრობაა,
    მარტო შენ რომ ქანაობ,
     ქანაობა მეც მინდა,
     დამსვი ხანდახანაო.
     აბა რა ვქნა, გენაცვა,
     ძლიერ მინდა ჩამოსვლა,
     ხომ არ ჩამოვფრინდები,
    თუ ილომ არ ჩამომსვა!
     ავქანდი და დავქანდი,
    ოდელია, დელია! –
    ულვაშებში იცინის
    ეშმაკუნა მელია.
    Мои статьи | ნანახია: 1756 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 24.07.2009 | კომენტარი (0)

    დილა მშვიდობისა

    -ჩიტო,ჩიტო,ნაცარა,  
    ვის უგალობ, ვისა?
    -შენ გიგალობ, პატარავ,  
    დილა მშვიდობისა!
    -მზეო,მზეო ცხრათვალა,  
    ვის უცინი,ვისა?
    -გაიღვიძე,პატარავ,
    დილა მშვიდობისა!  
    -პაწაწინა ყვავილო,
    რად გაშალე კვირტი? -
    შენთვის მინდა,პატარავ,
    აბა დამაკვირდი!
    -მეც ახლავე ავდგები,  
    მეც დავიბან პირსა,  
    ყველას მივესალმები:
    დილა მშვიდობისა!
    Мои статьи | ნანახია: 1815 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 22.07.2009 | კომენტარი (1)

    1-10 11-20 21-26