კვირა, 13.10.2024, 11:41
საბავშვო საიტი-ფერია ლიზი

 Каталог статей

Меню сайта
Форма входа
Категории раздела
Мои статьи [26]
Поиск
Наш опрос
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 113
საიტის მეგობრები
  • საიტის შექმნა
  • ონლაინ თამაშები ლიზისგან
  • ონლაინ თამაშები ლიზისგან მე-2
  • ონლაინ დისნეის თამაშები ლიზისგან მე-3
  • აქ თქვენ დახატავთ ონლაინში
  • ონლაინ თამაშები
  • ყველაფერი ვებმასტერებისთვის
  • პროგრამები ყველასათვის
  • გასართობი
  • კულინალური რეცეპტები მშობლებისთვის
  • გასართობი მშობლებისთვის
  • აქ თქვენ ამღერებთ ცხენებს
  • Статистика

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    Главная » Статьи

    Всего материалов в каталоге: 26
    Показано материалов: 1-10
    Страницы: 1 2 3 »

    შოთა ნიშნიანიძე

    გოგებაშვილის „დედა ენა"

    - ეს წიგნი ერის ბურჯია! - ხარობენ მამა-პაპანი,
    ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი.

    მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
    და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.

    პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა
    და, რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.

    მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთში,
    თუ „დედა ენას" მიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის,

    თითს გააყოლებს ასოებს:
    ვაზის ლერწს,
    ნამგალს,
    ნიამორს,
    ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო.

    იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
    ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.

    Мои статьи | ნანახია: 6178 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 13.04.2011 | კომენტარი (16)



    სიმღერა წიგნზე

    ხეზე გალობს მგალობელი,
    მზე უცინის იასა.
    მთიდან წყარო მოიმღერის
    დელი-ოდელიასა.
    ძია კომბლემ მწვანე სერზე
    ცხვარი ჩამოატარა.
    - ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე!
    - სთხოვს მერცხალი პატარას.
    ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ
    მთები გადინადირა.
    ხუთკუნჭულამ გვახარხარა
    და შვლის ნუკრმა გვატირა.
    წიგნის მადლით შევიყვარეთ
    აკაკი და ილია,
    მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით,
    ვსვამთ და არ დაილია.
    შრიალ-შრიალ ფოთლებია,
    თუ ფიფქები ფანტელა!
    ფრთხილად შლიან ნინო, ბექა,
    გია, თამრო, ნათელა...
    მის ჯადოსნურ სილამაზეს
    ერთხელ ვინც ეზიარა,
    ყველამ გულით შეიყვარა
    წიგნი ფურცლებშრიალა.
    Мои статьи | ნანახია: 3434 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 04.05.2010 | კომენტარი (0)


    რას უმღერიან მერცხლები

    ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით,
    გაზაფხული გახარეთ,
    გული დარდით აგვევსო,
    ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს.
    მოგვენატრა შენი ცა
    და მზე თვალებბრიალა,
    იქ სიზმარში ვხედავდით
    ამ მთებსა და იალაღს.
    ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით,
    რახანია მოვფრინავთ,
    უცხოეთში სიცოცხლე
    ძლიერ ძნელი ყოფილა.
    Мои статьи | ნანახია: 3500 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 04.05.2010 | კომენტარი (0)


    სად არიან წელიწადის დრონი

    მზე მიწაზე ჩამოსახლდა,
    ზაფხულია ბარში ახლა.
    - სად გაიქცა გაზაფხული?

    - გაზაფხული მთაში გახლავთ.
    იქ ღრუბლებთან დასეირნობს,
    ცაში დაჰქრის ფრთიან რაშით.

    - შემოდგომა სადღა არის?
    - იმალება ჭურ-მარანში. -
    ზამთარი კი, პატარებო,

    მოქცეულა ძალზე ფრთხილად;
    ამდგარა და სიცხის შიშით
    მაცივარში ჩაკეტილა.

    Мои статьи | ნანახია: 4801 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 03.05.2010 | კომენტარი (1)

    ახალი წელი

    თქვენსკენ მოვეშურები,
    აბა, ჰერი, მარხილო!
    მოვალ წელი ახალი
    საამო და სალხინო.

    თეთრზე თეთრი ფიფქები
    მომყვებიან მტრედებად,
    სიუხვე და ბარაქა
    სახლში დაგებედებათ.

    აბა, ნუ შეგაშინებთ,
    თოვლის კორიანტელი,
    მომაქვს ქვეყნის სიკეთე
    და მშვიდობის ნათელი!
    Мои статьи | ნანახია: 4168 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 07.12.2009 | კომენტარი (1)


    საახალწლო

    ჩვენი კოპწია ნაძვის ხე
    დღეს ათასფერად ბრჭყვიალებს,
    შენ, ჩვენო თოვლის ბაბუავ,
    მოსვლას ნუ დაიგვიანებ.
    მოდი, გვაცეკვე, გვამღერე,
    ისმინე ჩვენი ძახილი,
    ჩვენს ბაღში შემოაგელვე
    ეჟვებიანი მარხილი.
    ახალი წელი მოვიდა,
    შენთვის გოზინაყს ვაკეთებთ,
    ვიცით, ხურჯინით მოგვიტან
    საჩუქრებსა და კანფეტებს.
    - სიმღერით გადმომილახავს
    გზა შორი, ძნელად სავალი.
    ვინა მყავს თქვენზე ძვირფასი,
    ცუგრუმელებო სალამი!
    Мои статьи | ნანახია: 3100 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 07.12.2009 | კომენტარი (5)


    საახალწლო

    - ახალი წლის საღამოა,
    ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
    თოვლის საბანს რომ იხურავ,
    ნაძვის ხეო, არა გცივა?

    - არა მცივა, პატარებო,
    მე ღიმილი თქვენი მათბობს
    და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
    არასდროს არ დაიზამთროს.

    ზამთარია, მაგრამ გული
    არ გითბებათ ყველას განა?
    ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
    საჩუქრები მოგიტანათ.

    ღრან ტყიდან მოვიჩქარი,
    ისე ძლიერ შემიყვარდით,
    მე მოვედი, რომ ახალი
    მოგილოცოთ წელიწადი.
    Мои статьи | ნანახია: 4398 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 07.12.2009 | კომენტარი (2)

    ნაძვის ხე

    კოხტად მორთული ნაძვის ხე
    ცეცხლის ბურთივით კრიალებს,
    აქეთ მზის თვალი გამოკრთის,
    იქით ვარსკვლავი ბრჭყვიალებს.
    შემოხვევიან ცელქები
    ყიჟინით, ჟრიამულითა
    და გარს უვლიან ნაძვის ხეს
    სიცილით, სიხარულითა.
    Мои статьи | ნანახია: 3456 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 07.12.2009 | კომენტარი (0)

    თოვლის ბაბუა

    გადმოლახა ზღვები
    და გადმოლახა მთები -
    მოდის თოვლის ბაბუა
    დათოვლილი მხრებით,
     დათოვლილი წარბებით,
    დათოვლილი თმებით.
    მოჰყავს დათუნიები
    მოაქვს საჩუქრები.
    გარეთ ცივი ქარია,
    ათოვს მთებს და ველებს.
    ალბათ სცივა ბაბუას -
    ვინ გაუთბობს ხელებს?
    როცა მოვა, ვიცეკვებთ
    და გულს გავიხარებთ,
    გაზაფხულის მოსვლამდე
    არ გავუშვებთ გარეთ.
    Мои статьи | ნანახია: 4791 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 07.12.2009 | კომენტარი (0)

    საახალწლო სიმღერა

    თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
    გვირილების ხელაო...
    ჩქარა ტაში,
    ჩქარა ტაში,
    აბა, დელი-დელაო!
    ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს
    წიფელა და თელაო.
    ეს რა კარგი, რა ლამაზი
    დილა გაგვითენდაო.
    თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
    გვირილების ხელაო...
    ჩქარა ტაში,
    ჩქარა ტაში,
    აბა, დელი-დელაო!
    Мои статьи | ნანახია: 5040 | დაამატა: lsb123 | თარიღი: 07.12.2009 | კომენტარი (3)

    1-10 11-20 21-26