მზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული?
- გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებთან დასეირნობს, ცაში დაჰქრის ფრთიან რაშით.
- შემოდგომა სადღა არის? - იმალება ჭურ-მარანში. - ზამთარი კი, პატარებო,
მოქცეულა ძალზე ფრთხილად; ამდგარა და სიცხის შიშით მაცივარში ჩაკეტილა.