ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ფისუნია, ძილისგუდა, ჩხუბის ღირსი არა ხარ? მუდამ გძინავს, თაგუნამ კი ყველაფერი გადახრა.
არა, ფისო, ჯერ არა ვარ შენისთანას მნახველი,
ამდენ ძილში, ჩემო კარგო,
სულ გაგიტყდა სახელი.
იცი, რა თქვეს შენზე გუშინ თემურიმ და გოგიამ?
- ასეთ კატას, ჩვენო ნანა,
სათაგური სჯობია.
ახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე
თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრუხი არის,
როგორ შემომაფრინდა!
ამის შემდეგ მე მაგასთან
ლაპარაკიც არ მინდა. შენიაო წიწილები,
თუგინდ მითხრათ ასჯერაც,
სანამ კრუხს არ მომაშორებთ,
არავისი არ მჯერა.
დედაც მიყვარს,
მამაც მიყვარს,
საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი.
რამდენ წამალს ვსვამ და ვყლაპავ
მისი ეშხით,მისი ხათრით, თქვენ არ იცით, რა კარგია გაზიანი ლიმონათი.
ბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით, დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი. რომ ვიტირე დედიკომ დამაწიწკნა ქოჩორი,
ბებიამ კი მიძახა გაუზდელი ჩოჩორი.
იმას კი არა ვტირი, რომ დავფხრიწე წიგნები, თურმე რომ გავიზრდები დიდი ვირი ვიქნები.
ანა-ბანა, ანა-ბანა,
სიხარულმა ამიტანა, -
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა ადღა აღარ წამიყვანა. მთაში ჩანჩქერები ვნახე, ბარში ია-ვარდის ყანა -
ეს პატარა საქართველო რა ყოფილა ამისთანა!
ძილი ნების! ძილი ნების! ძილი გულის საყვარელს! -
იძინებენ გვირილები,
ეძინებათ პატარებს.
ცა ვარსკვლავებს აციმციმებს -
მშვიდი ღამე იქნება...
თუკი ადრე დაიძინებ, ადრე გაგეღვიძება!