- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.
ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ, მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.
ხელისგულზე ერბო-ვერცხი ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის, საყვარელო დედა.
ახლა ჩემი ჯერია, ჩამობრძანდი, მელია!
გელოდები, ლოდინით
გული გადამელია.
ეგ რა მეგობრობაა,
მარტო შენ რომ ქანაობ, ქანაობა მეც მინდა, დამსვი ხანდახანაო. აბა რა ვქნა, გენაცვა, ძლიერ მინდა ჩამოსვლა, ხომ არ ჩამოვფრინდები,
თუ ილომ არ ჩამომსვა! ავქანდი და დავქანდი,
ოდელია, დელია! –
ულვაშებში იცინის
ეშმაკუნა მელია.